ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შატილიონი
ჟანრი: პოეზია
22 აპრილი, 2014


ჩემო მტკვარო და არაგვო...


(ზურა ბერიაშვილს, ქართველ ათლეტს)

ჩემო მტკვარო და არაგვო,
ციხის მზევ, შეუვალისო,
ჩემ ძმათა უმანკო სისხლით
გაწითლებულო კრწანისო,
უხმლომ და უმუზარადომ,
წყვდიადში ნათლის კიაფო,
სურამის ციხის კედლიდან,
კიდევ რა უნდა გიამბო?
რად ყმუის ალგეთს ძუ მგელი,
რას დამქვითინებ ნიავო?
სულ ამ კედელში ვიქნები,
სანამ ზურაბი მქვიაო!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები