ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გურამ ლაცაბიძე
ჟანრი: პოეზია
23 აპრილი, 2014


პროტესტი ქალაქს (ექსპრომტი)

წვიმაა როცა, ანუ ამინდი-
-ურევს. ჭაობი დადგება მყისვე,
გადაეკვრება რუხი ქლამინდი,
ქალაქის თავში გუბდება ისე,
ამოავსესო თითქო ჭა ობით.
(ვფიქრობ, და აზრებს საღვარი არ აქვს)
და მიკვირს ერთი ციცქნა ჭაობი,
როგორ ირეკლავს ამხელა ქალაქს?!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები