ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბენ-ჰური
ჟანრი: პოეზია
27 აპრილი, 2014


ვარსკვლავები

ღამით,
როცა პოეტები
სწყდებიან ხოლმე დედამიწას,
ცაზე ვარსკვლავები
სურვილების ჩაფიქრებას ჩქარობენ...

...

უთვალავი ვარსკვლავი არსებობს
ჩვენს გალაქტიკაში
და მათგან მხოლოდ მცირედს
აქვს სახელი.
ასეთ ვარსკვლავებს, იქ, ცაზე,
"ბედნიერ ადამიანზე დაბადებულებს" უწოდებენ...

...

ვარსკვლავებიც ხარობენ
თურმე,
როცა დედამიწაზე ადამიანს აღმოაჩენენ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს