ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლონდონელი მამაძაღლი
ჟანრი: პოეზია
27 აპრილი, 2014


***


შენ გავხარ ხეს,
ტანმაღალს,
ნაყოფმსხმოიარეს,
მზის გულზე ტოტებგადაშლილს.
მე ვგავარ მგზავრს,
მზედაკრულს,
ქანცგაწყვეტილს,
უხელბარგოს.
შენ იცი როგორ დადგე
მყარად,
როგორ გაუძლო სიცხეს,
სიცივეს, ისე,
რომ არ დაკარგო,
საკუთარი ჩრდილის განცდა,
შეგრძნება.
მე არ მაქვს ჩრდილი,
შესაბამისად არც გზა.
რადგანაც ჩრდილი გზას
მიყვება და არა ადამიანს.
მე მჯერა, ყველა გრძნობას,
თავისებური ახლავს ნაპირი,
რომ ვნებებისგან სულშელეწილი,
გამოირიყოს ადამიანი
დასასვენებლად.
შენ გრძნობ ფესვებით,
მიწის ძალას, მიწის სიმძიმეს,
და ახლაც როცა უთავბოლოდ
შემოვეხეტე,
შენს ჩრდილქვეშ,
გათანგული,სახეუძილო,
დიდი ტკივილით და ძალისხმევით,
შენი ფესვები თასმებივით ამომიყარე-
იქნებ ჩამოვჯდე, დავისვენო, სული მოვითქვა.
ნუ დამიჩრდილავ ,მხოლოდ ხეო,
ნუ დამიჩრდილავ.
მე მსურს, შენს გვერდით დამაფუძნო,
შენს სიახლოვეს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები