ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
29 აპრილი, 2014


თუ...

თუ სიყვარულის ფასი არ იცი
და მისი ცეცხლი არ გწვავს მარადის,
მოყვასის ტკივილს თუ არ განიცდი,
ვერ შეგიცოდებ კუბოს კარამდის.
თუ გინდა ვინმეს მართლა უყვარდე -
მას მიუძღვენი მთელი ცხოვრება,
გულით აკეთე კარგი საქმენი,
სიკეთე მუდამ ემახსოვრებათ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები