ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: საპყარი
ჟანრი: პოეზია
3 მაისი, 2014


თეთრი პესიმიზმი

გახედე ცას,
ის ისევ ლურჯია,
ხეები ჯერ კიდევ ზეცისკენ ილტვიან.
თქვენ ხეს რომ შეჰყურებთ
მაღალს და მშვენიერს
ოდესღაც ის იყო მიწაში ჩაფლული,
თუმცა კი მაღალსა
და ზემოთ შემყურეს
მას ისევ მიწაში
გაუდგამს ფესვები!


გავხდი უჩინარი, ხალხი ვეღარ მამჩნევს,
ალბათ ეს ყოფილა ჩემი ბედეის ბოლოც,
ახლა მატარებლის ბოლო ვაგონში ვარ
სადაც ვით მათხოვარს ყველა თვალს მარიდებს,
დღეს რომ ჩემთვის ეთქვათ,
-შენს სულს კიბო ბოჭავს,
ალბათ სხეულითაც კარგად
გამომძღარა.
მე არ ვიდარდებდი
ცოცხლად შესაჭმელად
რომ ბედს მიტოვებით
გარეთ გავუგდივარ.


დღეს უკვე სახლებს საძირკველიც ვეღარ ამაგრებს,
ხეებს იმედის გადაწურვის დაეტყოთ ფერი,
ვნანობ სიცოცხლევ შენი გემო რომ ვერ გადამდე,
რატომ აივსო სული მხოლოდ ნისლით და მტვერით.
ბრძოლისგან დაღლის, დანებების ფიქრები ამწევს,
სადა ხარ ცაო რად არ მფერავ სილურჯის სხივით,
ჩემი თვალები დაემსგავსა იუდას თვალებს,
მაგრამ არც ვერცხლის სიბოროტე თვალში არ მიკრთის.
შორიდან მესმის არსებობის უცნობი ხმები,
მაგრამ ჩემამდე ვერ მოდიან , წყდებიან ალბათ,
მგონია ვდგავარ სხვა სამყაროს ზღურბლზე და ვხმები,
ახლოა წყარო მაგრამ დოქი არ არის არა.
( ხელებს დავყურებ, მეშინია როგორ შევეხო,
ამ სათუთ წყაროს, წყლის ლამაზ ფერებს ან თუნდაც გემოს.
წყარო სუფთაა და სუფთადვე იდინოს უნდა.)

სუფრაზე წარმოთქმული სიტყვასავით გამიქრა გრძნობა,
ვმუშაობ დღისით, ვფიქრობ ღამით და ასე ვნატრობ
იმ დღეებს როცა მე შემეძლო ჯერ კიდევ ბრძოლა.


თქვენ გჭირდებათ ლექსი,
თქვენ გჭირდებათ სიტყვა,
აღარა მაქვს მეტი
მე ამ ქვეყნად წმინდა.
მღვრიე ან და წმინდა,
ნახშირივით ხშირი,
თქვენ გჭირდებათ სიტყვა
აღარ მესმის სხვისი.
მხოლოდ ჩემი ფიქრით,
მე ვერ გავცდი ჩემს თავს,
აბა მაშ ეს ლექსი
ვისთვის დაიწერა.
ზაფხულივით ცხელი,
ზამთარივით ცივი,
აღარ მესმის ჩემი
და არც უკვე სხვისი.
შემოდგომის ფერი
გაზაფხულში ვნახე
თუ ტყუილად ვმღერი
ეს ყოფილა მახე.
სიცილისთვის ვმღერი?!
არა, არა , არა,
ვმღერი მხოლოდ თქვენთვის
ჩემთვის ესეც კმარა.
სიტყვებს ფურცლებს ვაჭდევ
სულს აკლდება ფერი
მხოლოდ ახლა ვამჩნევ
რომ ვერაფერს ვხვდები.
მხოლოდ ერთი მიზნით,
არ მივლია ოდეს.
მხოლოდ ახლა მივხვდი
მინდა სული მქონდეს
რომ თქვენ გითხრათ, მხოლოდ,
ფასს არ ადებს სული,
როგორ მოჩანს ბოლოს.
კეთილი თუ მტრული.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები