ნაწარმოებები


რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის„ კონკურსი - 2023     * * *     ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის კონკურსი: „ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი - 2023„     * * *     ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფორუმზე, კონკურსების გაყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელა მგელაძე
ჟანრი: პოეზია
29 აპრილი, 2014


* * *

მოხუცმა ფრთხილად მიუტანა
მომაკვდავ ცოლს ტუჩებთან ჭიქა,
რათა სიცოცხლის  ბოლო ულუფით დაეტკო იგი
და მის სახეზე
წლების ნამუსრევს - ნაოჭებს შორის
უკანასკნელად წაიკითხა
მარადიული სილამაზის კერძო ფორმულა.

          ***
თუ კი სიყვარულს
მზეზე ხშირად არ გამოფენთ,
ქარს არ მიუგდებთ გამოსაფიტად
სამარემდე ინარჩუნებს
შემოდგომის მშვენიერ ფერებს.


          ***
კედლის ფოტოზე
ერმანეთთან თავებმიდებულ
მშობლების ღიმილს
მიტოვებული სახლის სხვენში
ემალება ნგრევის დემონი.

26 მაისი 2013

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები