ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლ. ლორია
ჟანრი: პროზა
29 აპრილი, 2014


ვალი (ასი სიტყვა )

ე, ბიჭო, გეიღვიძე ერთაოზ, აშენდა ქვეყანა, მიდექი-მოდექი, ვალი გაქვს გადასახდელიო... რა ვალი, მამაჩემო, დოლიც,  ნაბადიც და სიმღერაც ჩავასესხე-მეთქი...  შე აბდალა, ისიდორემ რომ თაფლი მოგიტანა, ვალია ის – აბა  ბუკი არ გვქონია, ფუტკარი ისთე  თუ შემეიფრენდა ეზოში, ყვავილს ან ღვინჯე მსხალს თუ ნახავდა სადმე და თაფლი სიდან გვექნებოდა. მეიგონა რაცხა, ვითომ ემართა, ჩემი,  ხოდა არაა ახლა აუცილებელი იგივეთ, მარა რამენაირად  ქე უნდა ცე პატივი, რო დაშლიგინობთ ცაში ღრუბელ-ღრუბელ შენ და შენი მასტავლებელი ქრისტეფორე,  ტურები მაინც მოაწყვეთ თქვე აბდლებო, ტურებმა შეგჭამა თქვენ, იცით რა ლამაზი ციდან საქართველო, მიწიდან რო ჩანა იმაზე ასჯერ უკეთესი, ხოდა ანახეთ აი სილამაზე ჯერ ისიდორეს, მერე სხვასაც, ტურისტებითა გატენილი ქვეყანაო...
მიზანა ვნახე გუშინ სიზმარში...  ხოდა ისიდორე  უნდა მოვძებნო ახლა -  ვალი ვალია...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები