ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
2 მაისი, 2014


ორი ლექსი ცოტნეზე

კოხტაგორა
(ცოტნე დადიანს)

ცერზე დგება კოხტაგორა -
საქართველოს ვერშემდგარი გოლგოთა!
მაინც რჩება კოხტაგორად,
ანისს ცხრება მრისხანება მონგოლთა!
დადიანო! ვერ მოგისწარ,
რომ შენსავით მეც მეტანჯა-მეწამა!
კიდევ გეტყვი მას-რაც გითხარ:
შენ ისა ხარ, ვინც ძმათათვის ეწამა!
გაუმარჯოს თავგანწირვას,
ტანახოვან მეომრებს და რაინდებს!
ვინც იადონ-იარწივა,
ტყუილისთვის ვინც ალალად დაინდეს!
ცერზე შედგა კოხტაგორა -
საქართველოს არშემდგარი გოლგოთა!
მაინც დარჩა კოხტაგორად,
ანისს დაცხრა მრისხანება მონგოლთა!


ცოტნე

შიშველი და თაფლწასმული
ძმადნაფიცთა გვერდით ვწევარ.
დღეს აქ წყდება შემოქმედო,
ქართველების ბედისწერა.
ოდაბადე, ოდაბადე,
კიდეც ვძერწე... კიდეც ვრანდე.
ქართველობავ! მომავალში
ცოტნე კიდევ გამოზარდე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები