ნაწარმოებები



ავტორი: ჯიჯი
ჟანრი: პოეზია
2 მაისი, 2014


დაუჟანგავი ლექსი

"და ლექსი ამოგდის სულიდან მზესავით"
                                          სოსო ნადირაძე

ვწეროთ ლექსები საოცარი, ლაღი, ლამაზი
სადაც მარადი მკვიდრობს სული, სული მზისფერი
და ყველა სიტყვა, ყველა ფრაზა და ყველა ხაზი
შემოსილ იყოს გზის მესამის მბრწყინავ იერით.
ქრონოსისაგან ვერ ნაჯაბნი, დაუჟანგავი
ლექსმარგალიტი და ოქროსცვარჩამოწვეთილი,
შეუბღალავი, გრიგალებით ვერგაცვეთილი,
ვერ შეხებია რასაც დელგმა ყოვლისმშთანთქავი.

ვწეროთ ლექსები საოცარი, ლაღი, ლამაზი

29.04.2014

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები