ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სერგეი
ჟანრი: პროზა
2 მაისი, 2014


GREENFIELD

.....მომეწყინა, მეტრო "სამგორი"-დან ამოვედი და ვარკეთილისკენ წავედი...
დიდხანს მივდიოდი, დავიღალე, ზურგჩანთა თანდათან მძიმდებოდა, ფეხები ზურგში მერჭობოდა და ბოლოს მივაღწიე.

ისე მომშივდა, თვალებში ვეღარ ვიყურებოდი...რაღაც კაფე შევნიშნე მეორადების მაღაზიის გვერდზე, ზურგჩანთა შევისწორე და შევედი.

პირველი, რაც დავინახე, გოგონა იყო დახლთან, მას ესპანური საყელოსავით გაბადრული სახე ქონდა...მერე მინის მაცივარს დავხედე და რადგან სასტიკად მშიოდა, ხორციანი ღვეზელი და ჩაი შევუკვეთე, დავჯექი სარკეებიან კედელთან, პლასტმასის სკამზე...საფერფლე დავინახე და მეამა..მოწევა შეიძლება!

იქვე, მაცხენა შორ კუთხეში, ორი გოგონა იჯდა , თავები დაეხარათ, უაზროდ ატრიალებდნენ უკვე გამხმარ ყავის ფინჯნებს და ერთმანეთს "საიდუმლოებებს " უზიარებდნენ მტკნარი სახეებით.

თუმცა მე ეს მეკიდა .არ ვუსმენდი.

---ჩაი წაიღეთ!--ამოიკნავლა "ესპანურმა საყელო"-მ. დანანებით ავდექი , ღვეზელი და ჩაი მივიტანე მეგიდასთან, მერე გამახსენდა რომ ხელების დაბანვაა საჭირო....იმპროვიზირებულ , გადატიხრულში შევედი და პირსაბანი დავინახე, ჟელეც იქვე იყო, კარგად გავისაპნე და...

.....წყალი რომ მოვუშვი , ყვირილი აღმომხდა...ასე მეგონა მხარშავდნენ...გამოვვარდი და დამლაგებელს მოვმართე, ცივი წყალი არ მოდის???...მინდა მეთქი და არაო....არა გვაქვსო...როგორ?...უკვე გაისაპნეთო?..ხო მეთქი და ...პლასტმასის ბოთლით ხელში გამომყვა..დავიბანე როგორღაც...დავბრუნდი მაგიდასთან, 1-50 --იანი ხორციანი ღვეზელი ავიღე, ჩაი "გრინფილდი"-ს პაკეტი მოუთმენლად გავგლიჯე , ჭიქაში ჩავუშვი...აქ აღმოჩნდა რომ წყალი თბილი იყო და არა ცხელი...ანუ ფერი ვერ მივიღე, სამაგიეროდ ჭიქის ძირზე დარჩენილი ნალექი მიმანიშნებდა რომ მადუღარა მინიმუმ 90-იანი წლების მერე არ გამოურეცხიათ...რამაც დამაღონა , ამას ისიც დაემატა რომ ღვეზელი ძალიან მსუბუქი და ჰაეროვანი აღმოჩნდა...სარკისებურ კედელში საკუთარ თავს შევხედე და გავბრაზდი, აქ რა მინდოდა????......მით უმეტეს რომ ეს სარკისებური კედელი გაქონილი იყო და პრიალებდა..ეტყობა ვიღაცას ბოხვერა და დაუბანელი , ოფლიანი თმა ნაზად ეხებოდა .....ღვეზელი კი ცივი იყო და ...ხმელი

უზარმაზარ დინამიკებში ჯგუფ "უმა თურმან"-ის სიმღერა ისმოდა.... Эй, толстый!....სიმღერა მორჩა და მერე აღმოჩნდა რომ ეს რადიო "საქართველოს ხმა" იყო...როცა შემდეგი რუსული სიმღერა გამოაცხადეს, ვეღარ ავიტანე, ღვეზელი დავაგდე, ესპანური საყელოსავით გაბადრულსახიან გოგონასთან მივიჭერი, ფული გადავუხადე და თან ეს ყველაფერი ჩამოვუყალიბე...

მომეჩვენა რომ იმ ბრმას ვგავდი, რომელიც ტელესკოპში გახედვას ცდილობს...მერე გულწრფელად შემრცხვა საკუთარი სულმოკლეობისა!....გარეთ გამოსულს ისიც მთრგუნავდა რომ მან საკადრისი პასუხი ვერ გამცა!...

გზაჯვარედინი გადავჭერი და პირდაპირ წავედი.

იქ, სადაც არაფერია......





ს.ნ.2014.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები