ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირაკლი ასლანიკაშვილი
ჟანრი: პოეზია
3 მაისი, 2014


სანთლის შუქზე დაწერილი ლექსი

ჩააქრეთ, ჩააქრეთ ეგ თქვენი ნათურა! –
სანთლის შუქს შეჩვეულს, თვალები დამთხარა.
შეწყვიტეთ ჩემს სულში ხელების ფათური
და ჩემი გრძნობების აგდება მასხარად!

ნუ მხედნით, ნუ მწვრთნით და ნურაფერს მასწავლით,
ნუ, ნუ მხდით, რაცა ვარ – იმაზე "უკეთესს"!
მე, ჩემი "სიბნელით" ცხოვრება მაცალეთ!
არც მესმის, არც მჯერა თქვენი, მით უმეტეს!

ვერასდროს, მე და თქვენ ვერ გავთანაბრდებით,
თქვენ – თქვენი და მე კი ჩემი მაქვს სიმართლე!
მე, თვალს მჭრის ნათება ჭაღების და ბრების,
მე, შეჩვეული ვარ სანთელის სინათლეს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები