ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რებეკა
ჟანრი: პოეზია
30 ნოემბერი, 2008


შენ

ლამაზფერიან ოცნებას ვბოჭავ.
რათა გვირგვინად ჩაგაწნა თმაში.
(აქედან თურმე ძალიან შორს ჩანს
წარსული, თუმცა დღესაც ვარ ბავშვი.)

გეტყვი: ,,ვშორდებით" და უფრო მეტად,
ანდამატივით მიგიკრავ გულზე.
ვიცი, უშენოდ ვიქნები კენტად
და მაინც ზღაპრულ სამყაროს ვუცქერ.

მე რომ გირჩიო, განა ცხოვრებას
აზრს მისცემდი და შეიცვლებოდი?
ვალოლიავებ ლამაზ ოცნებას
სიყვარულს, შენ რომ გეფიცებოდი.

ლამაზფერიან ყვავილებს ვბოჭავ,
შემდეგ გვირგვინად ჩაგაწნავ თმებში.
ახლოს ხარ, მაგრამ ძალიან შორს ხარ,
წმინდა სიყვარულს შეგასმევ პეშვით.


30.11.08.
22:47


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები