ნაწარმოებები



ავტორი: ჯიჯი
ჟანრი: პოეზია
5 მაისი, 2014


ავტოპორტრეტი

                      (ტრიოლეტი)

ჰიპნოს არ მოდის, ტვინს ფიქრები სტუმრად ეწვია
შუაღამეა, ვიწყებ ლექსით ამღელვარებას,
შმაგი ასული პოეზია სხეულს შერწყმია,
ჰიპნოს არ მოდის, ტვინს ფიქრები სტუმრად ეწვია.
გული მძვინვარედ, გააფთრებით შეულეწია
და მოსდებია ლოგოსები ტანს ელვარებად,
ჰიპნოს არ მოდის, ტვინს ფიქრები სტუმრად ეწვია,
შუაღამეა, ვიწყებ ლექსით ამღელვარებას.

                                                    2.05.2014

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები