ნაწარმოებები


რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის„ კონკურსი - 2023     * * *     ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის კონკურსი: „ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი - 2023„     * * *     ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფორუმზე, კონკურსების გაყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელა მგელაძე
ჟანრი: პოეზია
4 მაისი, 2014


მაისი უშენოდ

დედის გარეშეც, ჩემს სოფელში
დედოფლობას ჩემობს მაისი,
გარეგნული უდრტვინველობით
და როგორ ქალი, ძუძუმოკვეთილი
მალავს დანაკლისს,
ისიც არ იმჩნევს,
რომ ყურსგამჯდარ სიცოცხლის ჰანგებს,
უსოლისტოდ დარჩენილი
ორკესტრის მსგავსად,
დაჰკლებია კრუხ-წიწილის ტკბილხმოვანება.
     

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები