ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: მე-დეა
ჟანრი: პოეზია
5 მაისი, 2014


დღე სასწაულის კარებთან

ჩვენ გავიცანით ერთმანეთი საზღვართან ახლოს,
იყო ბრბო, მაგრამ იყვნენ ადამიანებიც და მე შევნიშნე,
როგორ მებრძოდა ზურგიდან ქარი,
რომ მოვსულიყავი შენამდე.
გავწყვიტე ზღვარი.
არა ნაბიჯ-ნაბიჯ, ერთიანად აღმოჩნდი ჩემში.
ჩვენ, არ ვიცით ეს გზა მოსახვევთან ჩერდება, თუ წაგვიყვანს წინ,
ჩვენ ბრმები ვართ, რადგან ვერ ვხედავთ ერთმანეთს, მხოლოდ შევიგრძნობთ.
ჩვენ არ ვლოცულობთ, მაგრამ ვგრძნობთ უფლის წყალობას.
ჩვენში ყოველდღიურობა გახდა  სიტყვა -  ,,იშვიათი“
ჩვენში სიამაყე იმდენად თავმდაბლობს, რომ ვერ ვგუობთ ,,არას“.
ვეთამაშებით ერთმანეთს დახუჭობანას
და  ვერ ვხვდებით, რომ გარეთ  კი არა შიგნით უნდა ვეძებოთ ერთმანეთი...
ცხოვრებაა ასეთი - ვეძებთ, ვპოულობთ, ვკარგავთ...
ყველა არ არის მსხვერპლი.
მომიყევი შენზე, იცხოვრე ჩემში
და მე მოგიყვები, როგორ უნდა შევქმნათ ერთ დღეში სამყარო...
                    დეა ვებერი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები