ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თოლიგე
ჟანრი: პოეზია
6 მაისი, 2014


* * *

მეტროს სადგურზე, საბურთალოს გადასასვლელთან,
ბიჭი რომ მღერის, გრძელთმიანი და კაფანდარა,
მაშინ შევნიშნე, თითები რომ მიმოატარა
გიტარაზე და ხავერდივით ხმით რომ ამღერდა.

წამით შეჩერდა, ქუდში ხურდა რომ ჩავუყარე,
სიმებს ჩამოჰკრა მიყოლებით თხელი თითები,
არც შეცბუნება შეტყობია, არც გაკვირვება,
მადლობის ნიშნად დამიქნია თავი მდუმარედ.

მე ვისრუტავდი წამღერებით ნათქვამ სტრიქონებს,
ნაცნობ სიმღერას, მოგონების ამშლელს, მღეროდა
ვიწრო ჯინსებით, მაისურით და სომბრეროთი...
და მელოდია მატარებლით გამოვიყოლე.
 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები