ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დევი
ჟანრი: პოეზია
9 მაისი, 2014


რა ლამაზი ხარ!

რა ლამაზი ხარ შენ, ალუბალო,
როცა გაცვია ქათქათა კაბა,
ყვავილით ისე აიკინძები,
პატარძალს ჰგავხარ ფიფქებით ნაქარგს.

მზე შემოგახვევს მცხუნვარე ხელებს,
ყოველდღე თბილად მოგეფერება,
ქარი დალოცავს თქვენ ქორწინებას,
ყელი ამაყად მოგეღერება.

პატარძლის კაბას წაიღებს ქარი,
საორსულოსაც ჩაიცმევ მალე,
ზაფხულისკენ კი ისე მშვენდები,
რომ ვერ ვუჯერებ საკუთარ თვალებს.

იცი, წითელი უფრო მომწონხარ,
როცა გიღვივის მწიფე ლოყები,
პატარა ლექსით გეფერები და
მზეგემრიელო ისე მოგელი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები