ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირაკლი ბერია
ჟანრი: პოეზია
10 მაისი, 2014


(სადმე ქუჩაში)

სადმე ქუჩაში,
სრულიად შემთხვევით
საკუთარ თავს, რომ გადავაწყდე,
გამეღიმება
და გავიფიქრებ:
ეს უსუსური არსება ვინ არის-მეთქი?!
მაგრამ პარალელურად
მისი ფიქრის პატარა მონაკვეთიც, რომ გავიფიქრო,
სიტყვებს უკან წავიღებ
და შემრცხვება
საკუთარი უსუსურობის...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები