ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნია123
ჟანრი: პოეზია
13 მაისი, 2014


უცნობი ექიმი , მაგრამ კარგად ნაცნობი გოგონა

ჩემი ცხოვრება მას შემდეგ ბევრად შეიცვალა , რაც წარმატებული ექიმი გავხდი  . ამის სურვილი ალბათ ყოველთვის მქონდა , მაგრამ ოცნებების განხორციელება ადვილი არ არის . და დღეს ?  მე წარმატებული ქირურგი ვარ ..
  გეტყვით , რომ ჩემი საქმე ძალიან მიყვარს , საოცრებაა თითოეული ადამიანი , რომელიც საცოდავი თვალებით დახმარებას გთხოვს , შენ უბრალოდ უფლება არ გაქვს შენი  პირადი ცხოვრება მათზე წინ დააყენო და დახმარებაზე უარი უთხრა . დიდი ხნის განმავლობაში ვფიქრობდი , რომ  საქმე ყველაზე მთავარი იყო ჩემთვის , ადამიანებისგან გარიყული , და ამავდროოულად მათან ყველაზე ახლოს მდგომი ადამიანი ვიყავი . შენ ხელშია მათი სიცოცხლე , რისკი . ოოო , ესეც ხშირად საჭიროა . ვერ აგიღწერთ რა გრძნობაა პალატიდან გამოსულ მშობელს რო ეუბნები შვილი გადაგირჩინეო . მის თვალებში კითხულობ რომ შენ  საუკეთესო ადამიანი ხარ და ხვდები რომ შენი ცხოვრება ღირდა ყოველივე იმის ფასად რაც აქამდე გაგიკეთებია , შეგიქმნია და რისთვისაც ამდენი გიწვალია
  ექიმებსაც გვავს ჩვენი პირადი ცხოვრება , თუმცა ვერც ვერაფრით გაგაკვირვებთ თუ გეტყვით რომ მე  ჩემი პაციენტი  შემიყვარდა .  იგი ცოტა თამამი , ცხოვრებისგან გათმამებული გოგონა იყო .  ცხოვრება უყვარდა და მასთან ერთად უყვარდა ყველა და ყველაფერი . რისკიანი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა . ერთი შეხედვითაც ეტყობოდა , რომ ცხოვრება მისთვის  სახალისო და სასიამოვნი იყო . და როგორ მოხვდა იგი ჩემთან ? 
ერთ მშვენიერ დილას , როცა  ნიავი ქროდა და ჩიტები ჭღურტულს ერთმანეთს არ აცლიდნენ , მზე სასიამოვნოდ მიცქერდა , თითქოს მასაც ძლიერ ვუყვარდი და ჩემთვის ყოველივე საუკეთესო ემეტებოდა . ხმა გაისმა 15 პალატაში პაციენტი მძიმედაა დაჭრილიო . ეს ჩვეულებრივი ამბავია , ხან დაჭრილია , ხან დამწვარი , ხან  ფეხი აქვს მოტეხილი , ხან ხელი , მოკლედ სასწრაფოდ წამოვდექი  და მისკენ გავემართე , ვერ აგიღწერთ რა ვიგრძენი მაშინ , ცისფერი თვალები , მუქი ფერის ლამაზი კულულები უმშვენებდა მის თეთრ სახეს , მძიმედ იყო დაჭრილი, თუმცა თავი ამაყად ეჭირა და დახმარება არც კი უთხოვია .
      უცაბედად ვიგრძენი ის რაც აქამდე არასდროს მიგვრძვნია , მივხვდი რომ ჩემს ხელში იყო მისი სიცოცხლე , თვალი თვალში გავუსწორე და ცოტა ხნით მზერა ვერ მოვაშორე . უცაბედად ხმა მომესმა პაციენტი იღუპება უნდა გადავარჩინოთო და მაშინ მმივხვდი , რომ ჩემი პროფესიონალიზმი ახლა უნდა გამომევლინა , ახლა იყო დრო როცა ყოველი ჩემი ცოდნა უნდა  გამომეყენებინა , ოპერაციამ დიდ ხანს გასტანა , პაციენტის დაკარგვის საშიშროება არაერთხელ იყო და მასთან ერთად ვკარგავდი მეც რაღაც უხილავ ძალას და როცა პალატიდან გამოვედი სიხარულით აღსავსე თვალებით ხმამაღლა ვთქვი : პაციენტი ცოცხალია ...
    რამდენიმე დღით მომიწია ქალაქიდან გასვლა , ჩიკაგოს კონფერენციაზე ერთ-ერთ საუკეთესო ექიმად  წარმადგინეს და როცა დავბრუნდი იმ ადამიანის სანახავად გავემართე , რომელიც მჯეროდა , რომ მელოდებოდა . ოთახში შესვლა არც დამჭირვებია , ბაღში ლამაზად მჯდომი გოგონა როცა დავინახე , იმ კულულებით ვიცანი , რომელიც ერთ დროს გაჭუჭყიანებული და აშლილი ჰქონდა .
  ადამიანი , როცა გიყვარს ფიქრობ , რომ ის ულამაზესია , მასზე უკეთესი არარსებობს და ვერც იარსებებს , მაგრამ პრობლემა ის იყო , რომ მე ულამაზესი ადამიანი მიყვარდა . ჩემი გული სიხარულით ივსებოდა , როცა წამლის მისატანად ექთანს კი არა  , მთავარ ექიმს , ანუ  ჩემს თავს ვაგზავნიდი .  მისმა აზროვნებამ , სითამემ და ელეგანტურობამ მომხიბლა და თავი ძლიერ შემაყვარა . ერთხელაც მივხვდი , რომ დრო იყო ჩემი პაციენტის სახლში გაწერის , მაგრამ ვერ ვუშვებდი ათას მიზეზს ვიგონებდი , რომ კიდევ დარჩენილიყო ჩემთან , თუმცა დრომ თავისი ქნა და პაციენტი გამოაჯანმრთელა .
    სახლში , დაბრუნებისას სარკეში ჩავიხედე და დავინახე  ადამიანი , რომელიც სასტიკად არ მომეწონა , ცხოვრებისგან გარიყული , საქმეში ჩაფლული , ჩემი ცხოვრება სხვისას არ ჰგავდა , მე ათასობით ადამიანის სიცოცხლე მებარა , მათ მე ვჭირდებოდი , საკუთარ თავს იმის უფლებას ვერ მივცემდი მათზე უარი მეთქვა , რამდენი ვიწვალე , რამდენი ვიშრომე და ბოლოს ეს ყველაფერი ერთი ლამაზი გოგონას გამო უნდა დამეთმო ?  თან ისიც არ ვიცოდი  იგი  როდესმე თუ შემიყვარებდა . ფიქრები ერთმანეთში ამერია , თვალებზე ცრემლი მომადგა და საბოლოოდ გადაწყვეტილება მივიღე , მე ექიმი ვიყავი , 17 წლიდან დღემდე ჩემი პროფესიის გარშემო ვტრიალებდი , საკუთარ თავს იმის უფლებას ვერ მივცემდი , რომ მე ის შემყვარებოდა, ექიმობის სიყვარულს სხვას ვერ გავუზიარებდი , მაშინ ვიგრძნობდი რომ ჩემს საქმეს რაღაც დააკლდებოდა  მე კი კარიერისტი ვარ , ვერ დავუშვებდი ვიღაცის გამო ცხოვრება ამრეოდა , სიყვარული რა არის ? მოვა და წავა .... მე კი ჩემი პროფესიის ერთგული ვარ და მუდამ ასე იქნება ...
    მეორე დილით უცნობ გოგონას დავემშვიდობე , ჯანმრთელობა ვუსურვე და რეცეპტი გამოვუწერე , გაოცებული მიცქერდა , ვერ გაეგო უხეშად რატომ მოვექეცი , ვერც მე გამეგო ...
  მე ისევ ჩიკაგოში მიმიწვიეს . რა თქმა უნდა,  დავთანხმდი  და ახალი ჯილდოს მისაღებად გავემართე , სამუშაოდ მალევე იქ გადავედი და ცხოვრება ახლიდან დავიწყე , ახალი ფურცლიდან . დრო სწრაფად მიდიოდა , მაგრამ  ვგრძნობდი რომ ამ სამყაროს მიუჩვეველი ვიყავი , მჭირდებოდა საკუთარ ბუდეში დაბრუნება , მენატრებოდნენ ნათესავები და მეგობრები 5 წელი გავიდა, რაც ჩემს სამშობლოში არ ვყოფილვარ, ის გარემო , ის სუნი მომენატრა , რომელიც სიცოცხლის  ხალის მაძლევდა ,
  დავბრუნდი , ექიმებმა დიდი სიხარულით მიმიღეს , იგივე გარემოა , თითქოს არაფერი არც შეცვლილა , ჩემს ადგილას დამსვეს და ისევ მთავარი ქირურგი გავხდი . პაციენტების ისტორიას გადავხედე და საოცარი ამბავი აღმოვაჩინე , გული ამიჩქარდა , და გონება დავკარგე . უცნობი გოგონა ისევ ცუდად გამხდარა  და დაღუპულა, არ მეჯერა რომ ეს ჩემს თავს ხდებოდა , ის გოგონა , ის უცნობი გოგონა , რომელიც უზომოდ მიყვარდა სწორედ ექიმებმა გაწირეს და სად ვიყავი მე ამ დროს , სხვა პაციენტებს ვეხმარებოდი ? მაშინ მივხვდი რომ ცხოვრება ურგები  კვალივით ჩავიარე , არაფერი არ გამიკეთებია  , რა აზრი ჰქონდა ამ ყოველივეს თუ საყვარელ ადამიანს დავკარგავდი , როგორ მიყვარდა , 5 წელი ტანჯვაში გავატარე , მჭირდებოდა , ძალიან მჭირდებოდა და ახლა მივხვდი , რომ მე ცუდი ექიმი ვიყავი , ხალათი გავიხადე დ აპალატიდან გავედი , სამუდადმო წავედი  ექიმობაზე უარი ვთქვი და ჩემი ყველა მოგონება სადღაც შორს მოვისროლე .ცხოვრბეისგან გავირიყე . ყველაფერი დავკარგე , ყველაფერზე უარი ვთქვი , ახლობლები მოვიძულე , საკუთარი თავი შევიზიზღე და საბოლოოდ გავანადგურე ,  ჩემს თავს ბრალს ვდებდი , გამამართლებელ საბუთს კი ვერ ვპოულობდი .
  უცნობი გოგონას სახლს ვესტუმრე , სახლი დაკეტილი იყო , ეტყობოდა აქ აღარავინ ცხოვრობდა , ფანჯრიდან შევიხედე და მისი სურათები უმალ ვიცანი  , ფანჯრიდან გადავძვერი და მისი ოთახის დათვალიერება დავიწყე . ისევ ის ლამაზი ცისფერი თვალები და კულულა თმები , რა მშვენიერი იყო ის , რა ნაზი და რა სათუთი . მაგიდაზე დღიური იდო ეტყობოდა ვიღაცას სიჩქარისგან დარჩაო . კითხვა დავიწყე  . იგი ჩემზე წერდა ,, ახალგაზრდა სიმპატიური ექიმი ასე მომიხსენიებდა ყოველ აბზაცში , აღწერდა თავის განცდებს , ემოციებს და სურვილებს , ბავშვობაში მასაც ჩემსავით ექიმობა უნდოდა , მასაც ყვარებია ცხოვრება , უყვარდა ყველაფერი , და ვუყვარდი მეც , თავისებურად მაგრამ ვუყვარდი , როცა ირგვლივ მივიხედე საოცარი  სიჩუმე იდგა , ქარის ზმუილი ისმოდა მხოლოდ , გატეხილი ფანჯრიდან სიო ქროდა და დაღამებულიყო ,  მე მის დღიურის კითხვაში ჩამეძინა , რა ლამაზად წერდა , როგორ უყვარდა სიცოცხლე მე კი მოვუსწრაფე , ისევ საკუთარ თავს ვადანაშაულებდი და სახეზე ცრემლებს ვერ ვიშრობდი , ბოლოს მიეწერა ,, ესეც გაივლის , ცხოვრება ახლიდან დაიწყება , მძულს ისინი ვინც ცხოვრების სირთულეებს ვერ უმკლავდებიან , მძულს ისეთები , ვისთვისაც დაბრკოლება საფრთხეს წარმოადგენს '' , ფეხზე წამოვდექი , საავადმყოფოში მივედი , ხალათი ჩავიცვი და პირველივე პაციენტი მივიღე .
  დრო გადიოდა , მე ცხოვრებას დავუბრუნდი , ცოლი შევირთე . და ის გოგონა ? ის ისევ ძლიერად მიყვარს , მისი ჩრდილი სულ დამყვება და მალამოსავით მედება გულზე . რა ლამაზი იყო ... ცისფერი თვალები ....  შავი კულულები .... 
მე მას ხშირად ვხვდები  ,  სიზმრები მეხმარებიან რომ ხშირად შევხვდე , მაგრად ჩავეხუტო და ვუთხრა როგორ მიყვარს , ეს არარეალური სამყაროა , სადაც უფლება მაქვს ირეალურად მიყვარდეს , იდილია სუფევს ირგვლივ , ყოველ საღამოს როცა თვალებს დავხუჭავ მე მას ვხედავ , ისევ ისეთი მომღიმარი თვალებით ,  მხიარული სახით ,  ლაღი გრძნობებით .
  ოჯახიც მიყვარს , თუმცა , ეს მხოლოდ ფორმალობა , ორივე მხარისთვის სასარგებლო ოჯახური იდელია სუფევს ირგვლივ .
  აი , თურმე რა მინდოდა ყველაზე მეტად , პროფესია , რომელიც მე მუდამ მჭირდება და უცნობი გოგონა , რომელიც მუდამ ჩემთან არის .  მაგრამ ის განა ბედნიერია ?  განა კარგად გრძნობს თავს ?  ამაზე პასუხებს უბრალოდ ვეღარ ვპოულობდი  და საკუთარ თავს ყოველივე ამისგან გაქცევას ვაიძულებდი  . მაინც არ ვიყავი ბედნიერი , სხვის უბედურებაზე როგორ ამეგო  ჩემი ბედნიერება ? ან კი მე ბედნიერი ვიყავი ?
  რა რთულია ცხოვრება , რა საოცრებაა მის მანერულ თამაში ხეტიალ , ხანდახან უაზრობაა , ხანდახან სასიამოვნო , ხანდახან დამაბნეველი , მაგრამ მაინც თავისებური ხიბლი აქვს . 
  რაღაც უცანური გრძნობა მაქვს ,  მზე დამნათის და თითქოს ყოველივე საუკეთესოს იმეტებს ჩემთვის ,  საბუთებს ვავლებ თვალს და ვხედავ უცნობი გოგონას სივს , რა აზრი აქ კიდევ ერთხელ თავის დადანაშაულებას , მაგრამ მაინც ვამოწმებ და ვკითხულობ გოგონა  ცუდად გახდა და არ დაღუპულა , რას ნიშნავდა ეს ? რატომ აქამდე არ დამებადა კითხვა რა მოხდა ? როგორ რანაირად ? რას ნიშნავდა არ ? ნუთუ სიზმარია ესეც ? რეალობას ვერ ვეგუები ? გული მიჩქარდება ? ფეხებში ძალა მელევა  აზროვნების უნარს ვკარგავ ? ვერ ვფხიზლდები ? ეს რა ამბავია ? რა ხდება ? გოგონა არ დაღუპულა .. გოგონა არ დაღუპულა .... გოგონა არ დაღუპულა ...
  ის სახლი , ის ოთახი , ირგვლივ სიმარტოვე ? ჩემს თავს რა ამბავია ? სად ვარ ? გოგონა არ დაღუპულა გესმიით არ დაღუპულა ? 
  ორი დღის განმავლობაში უსულოდ ვიყავი , გონს ვერ მოვედი . უცნობი გოგონა სხვაგან გადასულა საცხოვრებლად , სახლი ვერ გაუყიდია და მიტოვებული დაუტოვებია . ის ცოცხალია , ალბათ უყვე დიდია , 23  წლის ვიყავი პირველად რომ ვნახე  , აბიტურიენტი იყო და თავს იწონებდა , ბევრი სწავლისგან ცოტა დაღლილიიყო და უხაროდა პალატაში დასვენება , მე ის უნდა მომეძებნა , მაგრამ ოჯახი , პროფესია ? ჰაჰა ეს უყვე აღარ მაინტერესებდა . 
  30 წლის ვიყავი მეორე ცოლი , რომ შევირთე , ჩემი ცხოვრება ზღაპარი მეგონა , სადაც მთავარი პერსონაჟი ვიყავი , ძალიან მიყვარდა, ახლა უყვე ნაცნობი გოგონა
  არ ვიცი , ეს ყველაერი რეალური იყო თუ ირეალური მაგრამ მე ბედნიერი ვიყავი ...დანარჩენი კი უყვე აღარ  მაინტერესებდა ... რისთვის გამეგო  ? ან რა გამეგო ?  და რომ გამეგო უფრო ბედნიერი  ვიქნებოდი? რაღაც არა მგონია .......

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გ.დ. ვულოცავთ დაბადების დღეს