ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
17 მაისი, 2014


ექსპრომტად თეონა წიკლაურს

ჰე, წიკლაურის ასულო -
ამ ლექსს შენ გიწერ... შენია,
იგეთი ლაღი მენახე,
როგორი ლაღიც შველია.
მეტი რა გითხრა მთის შვილო,
თვალთაგან ცრემლი მდენია,
შენი მოყვასის ტკივილი
შენც გიგრძვნია და გტკენია.
ერთი იცოდე: ცხოვრება
თუმც ჭადრაკივით ძნელია,
იმას ვერავინ წაგართმევს -
რაც სამუდამოდ შენია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები