ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
13 მაისი, 2014


მკათათვე

ფოთლის უბეში დაემალა ყვავილი სვიას,
მზე კი სამკალად ჩამდგარიყო ხორბლის ყანაში.
ჩიტებს ჭიკჭიკის ანა-ბანა დაუმარცვლიათ
და თავთავებსაც მარცვალ-მარცვალ წაეთამაშნენ.
ცას ნაოფლარი მზის პერანგი გამოეცვალა,
დაჰქათქათებდა მიწას გულზე სიცხით დაჭორფლილს.
ამ გაგანია მკაში მხოლოდ სიოს ეცალა,
მთიდან ბარისთვის მიეტანა თავის ნაჭორი.
მზე შუადღემდე ყანას მკიდა ოქროს ნამგლებით,
ჩალის ღერებით ქოხის კედლებს წნავდა მკათათავე.
ამირანივით პურის ყანის მარტო ამღებმა
მზემ მზის ჩასვლამდე შეაგროვა ყველა თავთავი...
..............................................................................
იჯდა მკათათვე ჭალის პირას, ლერწმის ღეროსთან
და მზის შესახებ გაუგონარ ამბებს ყვებოდა...
              09.05.14
***
წამით რომ ვარ,
იქნება და
ამიტომაც,
ყველა განცდა
მინდა ლექსში ჩავატიო.
რაც დრომ გულში უამური
დამიტოვა,
იმ გრძნობებმა
მაპატიონ...
12.05.14

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები