ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცამეტი 13
ჟანრი: პროზა
16 მაისი, 2014


თუ დღეს...

თუ დღეს ბედნიერება არსებობს და ის მხოლოდ ფილმებსა და ლამაზად დაწერილ წიგნებში არ არის, მაშინ მე შენთან ერთად მინდა ვიყო ბედნიერი.
თუ დღეს არსებობს რაღაც მარადიულობის მსგავსი მინდა, რომ შენი  ღიმილის ყურებაში გავლიო ეს მარადისობა.
თუ დღეს არსებობს წრფელი გრძნობები, მხოლოდ შენთვის მემეტება ეს ყველაფერი და მინდა მხოლოდ შენთვის ვგრძნობდე მას.
თუ დღეს არსებობს სითბო მინდა, რომ მხოლოდ შენ გათბობდეს და გავსებდეს ის.
თუ არსებობს დღეს რაიმე წმინდა მხოლოდ შენთვის უნდა იარსებოს მან.
თუ დღეს ფიქრი არსებობს, მაშინ მინდა რომ შენზე ფიქრებში გავიდეს თითოეული წუთი.
თუ დღეს არსებობს გათენება და დაღამება, მხოლოდ შენით და შენთან მინდა გათენდეს და დაღამდეს.
თუ დღეს არსებობს ღილიმები , იმდენ ღიმილს გაჩუქებ, რომ ვერასდროს ვერ მოიწყენ.
თუ არსებობს მოსმენა და ლაპარაკი მინდა, რომ შენს სმენაში და შენთან საუბარში გავატარო მთელი ცხოვრება.
თუ დღეს ჩემში რაღაც პოეზიის მაგვარი არსებობს მხოლოდ იმიტომ, რომ დაგანახო თუ როგორ ლამაზად მიყვარხარ და მიყვარს შენი თვალები და ეს მინდა გესმოდეს ისე, როგორც საკუთარი გულისცემა.
თუ დღეს არსებობს ბავშვობის ლურჯი დღეები, მაშინ დაგაბრუნებ იმ ბავშვობაში , სადაც ყველაფერი ხალისით არის სავსე.
თუ დღეს თავის დაკარგვა არსებობს , მაშინ მინდა რომ შენით მჭირდეს ეს ყველაფერი.
თუ დღეს არსებობ შენ...
თუ დღეს ვარსებობ მე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები