ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯიჯი
ჟანრი: პოეზია
17 მაისი, 2014


ლაბირინთი

      მაშინ, ვიყავი როცა თორმეტის
      და მერე ვერა, ვეღარ შევეშვი,
      იმ ასაკითა და იმ გონებით
      სიტყვას მინოტავრს ველურს შევები,
      ჩემთან არ იყავ ო, არიადნე
      არ სწუხდი ჩემზე, სულ არ გახსოვდი,
      როცა პირველად, პირველად ვცადე,
      როცა ლაბირინთს მივუახლოვდი.

                                                        2014

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები