 | ავტორი: ნია-კო ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 19 მაისი, 2014 |
აქ დავწერ ბარემ: "ლექსების გამოფენა" ათი წლისაა. მხოლოდ ზაზამ იცის, რა ბრძოლის, როგორი ენთუზიაზმის, როგორი ენერგიის ხარჯზე შეუსრულდა ამ კონკურსს ათი წელი და მხოლოდ ღმერთმა იცის, რად დაუჯდა და უჯდება ზაზას ეს კონკურსი, მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ გულის სისხლს დებს საფასურად ამ დიდებულ ლიტერატურულ ზეიმში ზაზა, უფასდება და აჰა, ათი წელიც გასულა. ჩემთვის "ლექსების გამოფენა" მხოლოდ ლიტერატურული კონკურსი არაა, ეს არის ადამიანთა შორის სიყვარულის, მეგობრობის და ძალიან მყარი, ძალიან ძლიერი ურთიერთობის ჩამოყალიბების პროცესი, დღეები, წამები, როცა ადამიანებს ერთმანეთი მზის ამოსვლასავით უბრალოდ უყვართ... სულ სხვაა ლიტერატურა, წლითიწლობით იზრდება "ლექსების გამოფენა" და იზრდება ხარიხსობრივად, ანუ ყოველ წელს არაჩვეულებრივი ნაწარმოებებით, ღირებული ლიტერატურით, აზრიანით, ფიქრიანით, გამართულით და ჯანსაღით მდიდრდება ქართული ლიტერატურა!!! და მიუხედავად პრობლემებისა, მიუხედავად ბოროტი თუ უზნეო ადამიანების მხრიდან კვანტის დადების მცდელობისა, დღესასწაული წელსაც შედგა... და ძალიან უბრალოდ, ძალიან მარტივად: ყველაფრისათვის მადლობა, ზაზა ფირცხალაიშვილო... და უბრალოდ და ისევ მარტივად: ბრავო, მაესტრო!!!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ნამდვილად არ არის ადვილი, საკუთარ თავზე აიღო ლიტ. კონკურსის ორგანიზატორობა, ამდენი ხალხი შემოიკრიბო და კარგი მასპინძლობაც გასწიო. თანაც, ცალი ხელით ხელოვნურად შექმნილ პრობლემებს ებრძოდე და მეორეთი სტუმრებს ესალმებოდე. მეც ვუერთდები ნიაკოს და აქედან გეუბნებით მადლობას, ბატონო ზაზა!
ნამდვილად არ არის ადვილი, საკუთარ თავზე აიღო ლიტ. კონკურსის ორგანიზატორობა, ამდენი ხალხი შემოიკრიბო და კარგი მასპინძლობაც გასწიო. თანაც, ცალი ხელით ხელოვნურად შექმნილ პრობლემებს ებრძოდე და მეორეთი სტუმრებს ესალმებოდე. მეც ვუერთდები ნიაკოს და აქედან გეუბნებით მადლობას, ბატონო ზაზა!
1. ნი, სათაურს მიხედე. :*
მართლაც, ბრავო, მაესტრო!!! ნი, სათაურს მიხედე. :*
მართლაც, ბრავო, მაესტრო!!!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|