ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანი მატისი
ჟანრი: პროზა
19 მაისი, 2014


იასუძოს ამაგი


  აღარ სუნთქავდა.
  აღარ ირხეოდა მის სახეზე მზისგან მოსაჩრდილად დაფარებული ფუროშიკის თეთრი ნაჭერი.
– ახლა ჩემი ჯერიაო, – ხმამაღლა გაიფიქრა იასუძომ და გამოიყვანა ხელში აყვანილი დედა სამხრეთულ ქარებს მინდობილი ქოხიდან.
– სადამდეც შეგეძლო - მზიდეო, სადამდეც გზას გაწვდი – მატარეო, – ახლა მე უნდა გზიდო, მე უნდა გატარო, სადამდეც ეს გზა გამწვდებაო, – ჩურჩულებდა იასუძო.
  სანშინის ხმებად მიყვებოდა ქარის ზუზუნი.
  ატარა სველ მარაოდ გადაშლილ ბრინჯის ყანებში, ბამბუკის ლერწამ – ხლართებში, გადაიარა ნაგაზაფხულარი მდინარეები, ზაფხულით გადახუნებული ფერდობები, შემოდგომადაცვენილი ხიდები, დაზამთრული ბაღები...
  უფრო და უფრო მსუბუქდებოდა დედა, უფრო და უფრო იხრებოდა წელში იასუძო...
- ახლა ჩემი ჯერია, ახლა ჩემი ჯერიაო, – ისევ ჩურჩულებდა იასუძო და წელში მოხრილს მიჰყავდა უკვე ერთ ხელის გულზე დატეული დედამისი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები