| ავტორი: ნეკერა ჟანრი: პროზა 20 მაისი, 2014 |
- ბეე... შემომხედე ბეე, ხომ მიხდება? იმ დღესაც ჩვეულებისამებრ ტრიალებდა ნუცა ძველი კარადის კარზე მიმაგრებული სარკის წინ. - გენაცვალე, შენ გენაცვალე...- უილაჯოდ ეფერებოდა ლოგინადჩავარდნილი ბებია. ოთახში ქაფურის მძაფრი სუნი იდგა, თაროზე საექიმო ნემსები ელაგა. ბებია ნუცას ცოცხალ თოჯინად იყო ქცეული, რომელსაც დაელაპარაკებოდი, აზრს კითხავდი, ამ ნემსებით ექიმობანას ეთამაშებოდი, ან სულაც წარმოსახვით პოდიუმზე გაივლიდი მის წინ. ნუცამ ახალი ფარდის ნაჭერი გამოიღო კარადიდან, ტანზე კაბასავით დაიხვია, ძველი ხალათის ქამრით დაიმაგრა და მოტრიალდა - აბა, ეს როგორია? ბებიას სახე გაფითრებოდა, მძიმედ სუნთქავდა. ოთახში დედა შემოვიდა, შეხედა მოხუცს და: - ნუცა, ახლავე დოდო ექიმს დაუძახეე! - დეე, ჯერ მითხრას... -ჩქარა! ბებიას ნატანჯი ღიმილი ეფინა, უკანასკნელად ლუღლუღებდა - გენაცვალე...შენ გენაცვალე ...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. რა მძიმეა. 100 ტონა სევდა მოაქვს 100 სიტყვას. ყოჩაღ რა მძიმეა. 100 ტონა სევდა მოაქვს 100 სიტყვას. ყოჩაღ
12. ადამიანური სევდები და კეთილშობილება <3 ადამიანური სევდები და კეთილშობილება <3
11. ნეკერონე:) ძალიან მომენატრე ნეკერონე:) ძალიან მომენატრე
10. რა სევდიდნია, მოსიყვარულე და ტკბილი ბებია 5
რა სევდიდნია, მოსიყვარულე და ტკბილი ბებია 5
9. წარმატებები +2 წარმატებები +2
8. ყველა ბებია როგორი ტკბილია :)
კარგია ნეკერ :) ყველა ბებია როგორი ტკბილია :)
კარგია ნეკერ :)
7. მადლობა ) აი ნიკ, როგორც კი დამიძახე, მოვედი ) მადლობა ) აი ნიკ, როგორც კი დამიძახე, მოვედი )
6. ემოციურია ნამდვილივით ან იქნებ ნამდვილიცაა.
ემოციურია ნამდვილივით ან იქნებ ნამდვილიცაა.
5. ვახ, რა კარგი იყო...5 ძალიან ცოცხალი სურათია... ბავშვის ფსიქოლოგია და ბებიის კეთილშობილური სული. უნაკლოდ მოტანილია ასი სიტყვით...:-* ვახ, რა კარგი იყო...5 ძალიან ცოცხალი სურათია... ბავშვის ფსიქოლოგია და ბებიის კეთილშობილური სული. უნაკლოდ მოტანილია ასი სიტყვით...:-*
3. მართლა ძალიან სევდიანია. :( მიხარია, რომ გაგიცანი, საოცარო ადამიანო. მართლა ძალიან სევდიანია. :( მიხარია, რომ გაგიცანი, საოცარო ადამიანო.
2. საწყალი ბებია :(
მოგიკითხე ნეკერ სულ დაგვეკარგე საწყალი ბებია :(
მოგიკითხე ნეკერ სულ დაგვეკარგე
|
|
მონაცემები არ არის |
|
|