ერთად დავარწიოთ აკვანი, არტახები გადავუჭიროთ პატარას... ქარს მოაქვს ღრუბელი, ქარს მოაქვს შავი ღრუბელი... ერთად დავარწიოთ აკვანი შენ ჩემო ტოლფერო, სადა ხარ! ექო მოგიტანს ჩემს „ნანას“, სიო მოგიტანს ჩემს სურნელს, ერთად დავარწიოთ აკვანი, არტახები გადავუჭიროთ პატარას და ლილეო ლილეე... აქ კლდის ძირში რომ ყოჩივარდები ყვავიან იმათი სული ვარ ტოლფერო, მოდი, ჩაიმუხლე, მომიალერსე. ქარს მოაქვს ღრუბელი, შავი ღრუბელი მოაქვს ქარს. არ გესმის აკვნის ჭრიალი?! არტახები გადავუჭიროთ პატარას, არ გესმის თითისტარის ბზრიალი?! სითბოს სურნელი დავატრიალე, ექოდ მოგწვდება ჩემი ხმა, სიო მოგიტანს ჩემს სურნელს და მომეკედლები ჩემო ტოლფერო, მომეკედლები... ისეთი შელოცვა იციან აქ მთებმა, ისეთ სურნელს ჩაგასუნთქებენ ყოჩივარდები. უნდა დაითმინო ტოლფერო, უნდა განდევნო შავი ღრუბელი, უნდა შემოიდგა ქოხი მხრებზე და ზიდო და ზიდო ჭაპანი. ერთად დავარწიოთ აკვანი ტოლფერო, ერთად გადავუჭიროთ არტახები პატარას, შეხედე, ქარიც ჩადგა და ღრუბელიც გაფანტა შენმა შეძახილმა ლილეო, ლილეეე...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
16. კარგია! ლამაზია ყიჩივარდები! კარგია! ლამაზია ყიჩივარდები!
15. Saintereso iyo ++ Saintereso iyo ++
14. ძალიან ქალურია, ლამაზი,,,მელოდიური, ძალიან ქალურია, ლამაზი,,,მელოდიური,
13. მადლობა ქ–ნო თამარ, მომენატრეთ :* მადლობა ქ–ნო თამარ, მომენატრეთ :*
12. ჰო, ლოცვას ჰგავს... გულიდან ამოტანილ ლოცვას! მომეწონა, მანანა! ჰო, ლოცვას ჰგავს... გულიდან ამოტანილ ლოცვას! მომეწონა, მანანა!
11. დიდი, დიდი მადლობა ყვალას :* <3 ლალი მომიტევებია :)) :* დიდი, დიდი მადლობა ყვალას :* <3 ლალი მომიტევებია :)) :*
10. მომიტევეთ,არ მომეწონა მომიტევეთ,არ მომეწონა
9. საინტერესო ლექსის წყობაა. რაღაცნაირი. მომეწონა .......2 და კიდევ ბევრი. საინტერესო ლექსის წყობაა. რაღაცნაირი. მომეწონა .......2 და კიდევ ბევრი.
8. სარიტუალო ლოცვასავითაა! ++++++++55555555555 სარიტუალო ლოცვასავითაა! ++++++++55555555555
7. მომეწონა ...:-* იქაც ხომ წავიკითხე , მახსოვდა კარგად... მოგიკითხე აქაც....:) მომეწონა ...:-* იქაც ხომ წავიკითხე , მახსოვდა კარგად... მოგიკითხე აქაც....:)
6. ++++ მოკითხვა მანანას :) :-* ++++ მოკითხვა მანანას :) :-*
4. რამე ერგო ამ ლექსს გამოფენაზე? რამე ერგო ამ ლექსს გამოფენაზე?
3. ისე აკვანი მონღოლების შემოტანილიაო, ამბობენ. :) ძალიან სასიამოვნო იყო თქვენი პირადად გაცნობა. ისე აკვანი მონღოლების შემოტანილიაო, ამბობენ. :) ძალიან სასიამოვნო იყო თქვენი პირადად გაცნობა.
2. იდეა ბევრად კერგია ლექსზე იდეა ბევრად კერგია ლექსზე
1. ტოლფერისადმი მიძღვნილი "ნანა"-შეძახილი-შელოცვა! რა ორიგინალურია! ყოჩივარდებიც როგორ უხდება! მომეწონა, ძალიან. ტოლფერისადმი მიძღვნილი "ნანა"-შეძახილი-შელოცვა! რა ორიგინალურია! ყოჩივარდებიც როგორ უხდება! მომეწონა, ძალიან.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|