ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზარნაძე
ჟანრი: პოეზია
21 მაისი, 2014


* * *

/„ჩვენი ხსნა ახლა მხოლოდ მთებშია“/

„ჰაკი აძბა“              ლეო ქიაჩელი

/„წამო თავშლიანო, სვანეთს წამომყევი...“/

                                        თემურ ელიავა

გაწვიმდა ისევ და ღრუბელი ცის როგორც ავი ზნე...
გახედავ ჰორიზონტს - კლასიკას ოხრები გართმევენ!
გაფიცებ სიყვარულს, წამოდი მთებისკენ გავიქცეთ,
იქ მაინც შეგვეტყოს ეგების რომ ჩვენ ვართ ქართველნი.

მინდა, რომ თოვლ-ზვავში ნაბადში გაგხვიო, გავაზე
შემოგსვა ცხენის და ვირბინოთ, ვიხაროთ, ვიაროთ!
მსოფლიო, ქართველი ვაჟი ვარ გიორგი ზარნაძე,
ქართული სული მაქვს, არ მინდა რომ გადამიაროს

ამ გრძნობამ, ამ გულმა მინდა რომ იფეთქოს სულეთის
კარშიდაც... ჩამაცვით ჩოხა და შორიდან მიყურეთ, შორიდან!..
არ არის ქართულად სად წახვალ, იცოდე, სულ ერთი,
ენგურში ვტოპავ და აფხაზურ აკვაკვარს მოგიტან!..

რიჟრაჟზე შატილის ცხვრიანი მინდვრები დავიპყროთ,
ნისლები დავღალოთ სვანეთში ჯიხვების კბოდეზე.
შენ ჩემი სიგიჟის მიჯნავ და გრძნობების ნაპირო,
მინდა, რომ მთის გულში გიმღერდე, არასდროს მომბეზრდე.

მგელი ხარ, ჯიხვი ხარ, ავფრინდეთ ჩვენ როგორც არწივი,
ჰო, ეს ხსნა აქვეა, მთებშია - მარცხნიდან, მარჯვნიდან...
სჯობს მოვკვდე, სხეულში უცნობი რომ დამრჩეს ნაწილი!
სულ მარტოც რომ დავრჩე, არავის მიგიგდებ საჯიჯგნად!..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები