ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბუდულა
ჟანრი: პოეზია
26 მაისი, 2014


Kil ' Jaeden







    ოდესმე კაცთა მოდგმა მიწისქვეშა ლავას იხილავს?
    აღვირახსნილი ცეცხლისფრქვევის  დაიდებს  ბორკილს?
    ასეც რომ მოხდეს,    ცეცხლი და მისი ცხელი ვნება
    სრულად  დაფერფლავს მის სხეულს , ცოდვილს...

    ცეცხლი და ლავა...
    გულში ცეცხლი და სხეულში ლავა
    ეკვრება სხეულს , აღწევს ვენებში,
    დუღს და გამოხეთქს ყველა კედელს, ყველა ნაპირებს ...
    ან  უსურვილოდ  შეერთებას ვინღა აპირებს...
    (შუბი ხალთაში და ცეცხლი ზღვაში,  ისეთივეა,  როგორც იქ  , მაშინ...)
    მე ზღვა ,  შენ ცეცხლი ...
    ვერ  ვაქრობ ტალღით მგზნებარე  ალმურს,
    ებრძვიან ერთურთს და მძლავრობს არვინ,
    ორნი ვართ ჩემში, ფარულად, მალვით
      მაგრამ არასდროს ახლა, არც მაშინ
      ვიქნებით სამნი.
   

      ოდესმე კაცთა მოდგმა მიწისქვეშა ლავას იხილავს?
        და თუ იხილავს,
        ცეცხლი და მისი ცხელი ვნება
        სრულად  დაფერფლავს მის სხეულს , ცოდვილს...   

   

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები