ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბუდულა
ჟანრი: პოეზია
31 მაისი, 2014


ბევრი ვიფიქრე და მერე დავწერე

   
    ღამის კოშმარები ისევ  მეორდება
როცა შენ წერილებს ქარი შემოიტანს.
ჩვეულ მოძრაობით მობილურს მივწვდები ,
იქნებ ტელეფონში დარჩეს  წასაკითხად.

ქარის შემოტანილ ხელუხლებელ წერილს
შენი მშვიდი სუნთქვა ცახცახით მოჰქონდა
მე კი კოშმარები უკვე მტკიოდა და
სივრცე მარწუხივით თავზე  დამიმოკლდა...


სივრცე არ მყოფნიდა, გრძნობა სულ მტკიოდა
როცა ერთად ყოფნის დღეები დასრულდა
რადგან უსიცოცხლო  შენი ემოცია
გულში ნაპრალებს და სულში დარდს აჩენდა.


მერე  ქარი  ერთხანს  სახეს მარიდებდა....

მე სიზმრის და ღამის უკვე მოძულე ვარ
შენს სითბოს  რომ მაგლეჯს  კანის ქსოვილიდან,
ჩემი ფანჯრებიდან ყველა ქარის ქროლვას
დარდს და ტკივილს ვატან  უკვე,  ჩემო თომა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები