ნაწარმოებები


გამოიწვიე პოზიტივისათვის     * * *     შეიხედეთ ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: რენუარი
ჟანრი: პოეზია
28 მაისი, 2014


  ჩამოტვირთვა

წყვილი ფინჯანი (მერაბს და მაიკოს)

ჩვენ "დაკარგული თაობა" ვართ, სტაინ!
არც დაგვეძებენ!
მაინც არავის...არაფერში...
და როცა გარეთ წვიმაა, ანუ -
ყველა ჩვენგანის ბიენალე გადაიდო,
მერე რა, რომ ჩემს ბინაში ცივა,
შენ მაინც მოდი,
შენი ფილმის გაუშლელი კადრები მომართვი,
მე ჩემი  გამოუცემელი წიგნით გიმასპინძლებ,
და მოვყვეთ
რა ძნელია იდგე ფსკერზე თეთრი პუანტებით,
და არ დაიმსხვრე და გაძლო,
როგორც ამ,
გაცრეცილმა  წყვილმა ფინჯანმა მთელი პორცელანიდან,
რომელშიც ახლა
ტუჩშეუხებლად ცივდება ჩაი.
...ჩვენ "არაჩვეულებრივი თაობა" ვართ, სტაინ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები