ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნეკერა
ჟანრი: საბავშვო
29 მაისი, 2014


Hello Kitty-ს ერთი დღე

მარჯვე გოგო Hello Kitty
დილით ადრე დგება, 7-ზე,
დათუნიას შეუძახებს -
ძილისგუდავ, გაიღვიძე.
***
9 საათზე Hello Kitty-ს
ასაუზმებს მუდამ დედა,
რა ბლინები დაახვედრა,
დაბრაწული, დღესაც, ხედავთ?
***
ველორბოლა მოაწყვეს
მეგობრებმა პარკში,
იღიღინეს, იცინეს
და გასწიეს სახლში.
***
Hello Kitty-მ დაგეგმა
პიკნიკი პირველ საათზე,
სუფრაზე უკვე ალაგებს
ხილს, წვენებსა და სალათებს.
***
Hello Kitty-ს კითხვა უყვარს,
გადმოიღო უკვე წიგნი,
ნახატები ლამაზი აქვს
რა წერია ნეტავ, შიგნით?
***
უკვე 5 საათია,
ათუხთუხდა ჩაიდანი,
Hello Kitty დასთან ერთად
მურაბიან ჩაის დალევს!
***
შვიდი გახდა, Hello Kitty,
დაიძინო, დროა, დედი,
დაიხურო საბანი და
ჩაიხუტო შენი თედი!*

* თედი - დათუნია თედი, Teddy bear

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები