ნაწარმოებები


    * * *    

ავტორი: ალექსანდრე მიშელაშვილი
ჟანრი: პოეზია
22 აგვისტო, 2014


შეგიმჩნევიათ მოხუცის მზერა

შეგიმჩნევიათ მოხუცის მზერა,
მაღალ მწვერვალებს როგორ აშრება?!
ორივე თვალში ჩამქრალ ვულკანებს,
გეიზერივით ცრემლი წასკდება.
მწყრალად დახედავს დაბორკილ მუხლებს
და გულში ერთი სიმიც ჩაწყდება.
უკვე წლებია მზის ჩასვლა ზარავს,
ამოსვლას ყველას უწინ დახვდება.
ჩამოჰკრავს თავის მჭვარტლიან ჩონგურს,
და თითქოს მთიდან ექოც აჰყვება,
იქამდე იმღერს "ბინდისფერ სოფელს"
სანამ სიკვდილის ჯავრით გაძღება.
მერე შვილიშვილს ჯარჯის ლექსს ეტყვის
და თითქოს უფსკრულს ჩაჩეხილ ჯიხვებს,
ჯარჯის მაგივრად თვითონ ჩაჰყვება.
შეგიმჩნევიათ მოხუცის მზერა,
მაღალ მთებს როგორ თრთოლვით აშრება.
შეიშრობს ერთ დღეს ამ მოხუცს ზეცა
და მწვერვალებზე ისე დაწვება.

ალეკო მიშელაშვილი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები