ნაწარმოებები


    * * *    

ავტორი: ალექსანდრე მიშელაშვილი
ჟანრი: პოეზია
18 სექტემბერი, 2014


ჩემს მთებს არ იცნობ.

ჩემს მთებს არ იცნობ, ძვირფასო არა,
შენ მხოლოდ ლამაზ ნახატებს ხედავ.
მთები სამყაროს სახლის ჭერია ,
და ლურჯ სახურავს, ღრუბლებით კერავს.

ჩემს მთებს არ იცნობ ძვირფასო არა,
შენ მხოლოდ მთების ფასადი გჯერა.
ფასადის მიღმა სიმკაცრის ყეფა,
ვერ გაიგონე , ვერასდროს ჯერაც.

შენ მთებზე მხოლოდ ყვავილებს ხედავ
და ანატორის აკლდამებს ვერა.
მთის ბილიკს როგორც ტურისტი სერავ
და მთის ცხოვრების სიზღაპრე გჯერა.

რომ მთხოვ წავიდეთ , სად წაგიყვანო,
ეს სიფრიფანა ყვავილის ფერა,
მთები სამყაროს მკაცრი ჭერია
და სუსტ ყვავილებს ვერ იხდენს ვერა.

ალეკო მიშელაშვილი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები