ნაწარმოებები


პოეზიის საქველმოქმედო საღამო     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე http://urakparaki.com/?m=13&Theme=1528     * * *    

ავტორი: ალექსანდრე მიშელაშვილი
ჟანრი: პოეზია
31 აგვისტო, 2014


ჯიხვმა სთქვა

ჯიხვმა სთქვა უსამართლოა,
რაც ლეგენდები დაირხა,
რომ ვაჟკაცობას იყოფენ,
მგელი, არწივი, კაი ყმა.
არ გავჩუმდები ვიბღავლებ
შეგაზანზარებთ ჩემი ხმა.
ვაჟკაცებს სისხლითა ზომავთ,
ვინ სკალპი აჭრა ნედლი თმა.
ვინ კბილი გაჰკრა, გაჰკვეთა,
ვინ სისხლში ცვითა კლანჭის ფხა.
თუ სისხლში არ ხარ, კრავი ხარ,
დაწყებული გაქვს დროს თვლა,
"ვაჟკაცი" მგელი მოვა და
მაგ ქურქს დიდებად მოისხავს.
ასეა ნუ მედავებით,
თუ ჩემი ძმა ხარ მოიცა,
ვაჟკაცს იმ წამსვე დაგმობენ,
თუ ჰუმანურად მოიქცა.
ვისზე ნაკლები კაცი ვარ?!
სიმხდალეს რაში მოვიხმარ?!
თუ არა გჯერათ მომყევით,
ქარაფზე სიკვდილს მოვიბავ.
მოვიბავ ფეხ და ფეხ ვათრევ,
სულ გაფითრებულს მოგიყვან.
მაგრამ ვაჟკაცად ვინ ჩაგთვლის?!
თუ სხვის სისხლს ზედ არ მოიბან.

ალეკო მიშელაშვილი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები