ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: რენუარი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
2 ივნისი, 2014


უღვთოდ ნატირალი

                                ყველა უდროოდ ჭირისუფალს
                             


ჩვენი პოემა იწყებოდა სინათლიდან,
ახლა ყოველდღე უნდა გმარხო,
დავისხა თალხი,
როგორც ნაყოფი – ღამურები გამხმარ  ხე(ლ)ებზე.
ახლა ეს  ხალხი, ღამის პეპლებივით გარს რომ მეხვევა,
იქ  მთავრდებიან  სადაც იწყება:
„ყველაფერი იქნება კარგად“–
ყველაფერი იქნება კარგად?!
როდესაც გკარგავ!
როდესაც  სხივის არტერია გადამიხსენი
და გადამისხი თაბაშირი – ქვადმქცევი სითხე,
და არც რა მკითხე!!!
...და მერე –
ჩემი კიდურები ისე დამძიმდა,
რომ ჩამეღუნა ხერხემალი – ჩემი მაგიდა,
და მკერდი მომჭრა მჟავე რძემ და
ისევ მიყვარდი!
შენ კი თურმე გამომცადე,
(ან გამომცალე)
და  კანონების კითხვის ფასად, შველას შემპირდი!
მე არავისთან გარიგება არ შემიძლია,
მით უფრო შენთან - თავმდაბალო, მოწყალე ღმერთო!
ჩვენი პოემა იწყებოდა სინათლიდან,
და შენ წამართვი!!!
და მირჩევნია მზე დაბნელდეს,
ჭები ამოშრეს,
დედამიწა გადაიხაროს –
როცა აღარ ხარ...
ჰა, ჩემი სისხლი, ჩემი გესლი,
ჯვარი -  მწერია!
და შენს შემდეგ,
ჩემს კი არა, სწორედ ჩემთვის -
მოსულა  წარღვნა!
.......................................
ყველა უდროოდ ჭირისუფალს!
სხვა ვერ გაიგებს....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები