ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: რენუარი
ჟანრი: პოეზია
5 ივნისი, 2014


შორი–შორს

ციმციმებს
ცისფერი ლაგუნა - თვალები,
ისეთი სუფთაა,
კენჭივით დაუთვლი სურვილებს.
ჩვენ ბედმა გვარგუნა
გვეხუროს სხვადასხვა ნაპირი,
და მაინც
ერთნაირ ტალღებზე გვარწევდეს...
და როცა გაიხდის კუნძული
პალმების პარეოს,
მთვარეა  ჩვენს ცაზე  სხვადასხვა ყალიბის
და მაინც,
ერთ ზღვაში შევდივართ მე და შენ,
"უვადო მარტოობით" დასჯილი...
გავხედავთ ანაზდად დასიცხულ დაისებს,
მზე მუხლზე ადნება ჰორიზონტს...
ჩვენც ასე –
ძალიან ახლო ვართ,
და ასე,
ძალიან შორი–შორს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები