ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლევან ფხაკაძე
ჟანრი: პოეზია
6 ივნისი, 2014


გინდა შეცვალო სამყარო შენით

გინდა შეცვალო სამყარო შენით,
ბოლო მოუღო დარდსა და ტკივილს?!
მაშინ გამოდი, ალესე ხმლი,
დააკვდი მიწას– არავინ გიშლის.

გამოდი, თუნდაც გაგაძრონ ტყავი,
ჯერ დაგვაჩოქეს, ახლა– გვთელავენ,
როცა ქართველი დედაა ზანგის
და მოძმეები ერთურთს ჩეხავენ.

მიიღებთ წამით ნაღვლიან სახეს
და თვალებიდან  ცრემლები გცვივათ,
მე კი– ყელში მაქვს მომსკდარი სისხლი
და მართლა მტკივა სამშობლო, ვფიცავ!

მტკივა ყოველი გაწვდილი ხელი,
შიშველი ბავშვის უმწეო მზერა,
მოხუცის თვალზე გულწრფელი ცრემლი
და დამშეული შვილების დედა.

არეულია ათასი რჯული,
ქართული სული ნისლივით გაქრა,
ჩვენი ქვეყანა აღარ არსებობს,
მხოლოდ პატარა სახელი დარჩა.

გინდა შეცვალო სამყარო შენით,
ჩამოაფარო ქვეყანას ფარი?!
ჯერ განიბანე ცოდვილი სული,
მერე  ,,უმტვრიე''  სამართალს კარი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები