ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მანანა ქურდაძე
ჟანრი: პოეზია
6 ივნისი, 2014


*** (აღარ ჩამახედო სარკეში )

აღარ ჩამახედო სარკეში,
სარკეს გასჩენია ბზარები,
ისეთი ფერი აქვს ჩემს სახეს,
ისეთი ჭროღა თვალები.
აღარ ჩამახედო სარკეში,
რა ღრმა და უძირო წყალია,
ჩემი სურვილები ყლუპ–ყლუპად
აქ ოქროს თევზმა დალია.
აღარ ჩამახედო სარკეში,
ნუღარ გადამიშლი იარებს
ჩემი ბავშვობის სატყუარა
სიბერის ჭრილობებს მიამებს.
მე სარკის ორეულს და ის მე
ვეცნობით, არ არის  ადვილი...
და გაღმა სოფლისა რა გითხრა,
აქ ვერ მიპოვნია ადგილი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები