ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
18 ივნისი, 2014


  ჩამოტვირთვა

ო, ჩემო კარგო...

რა დამავიწყებს ჩვენს პირველ კოცნას,
იმ პირველ ამბორს რა დამავიწყებს!
მაგ ბაგე ჩემსას შეეხო როცა,
ტუჩებმა დარდი გადამავიწყეს!
მე ახლაც მახსოვს ის სიხარული,
რაც განვიცადე ტუჩზე მთხვევისას!
თუმც ეს ამბავი არის წარსული,
მე ღრმად მწამს იმ დღის უკვდავებისა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები