ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დევი
ჟანრი: პროზა
7 ივნისი, 2014


ეგზალტაციის ნაყოფი

გულამოვარდნილი მივრბოდი სახლისკენ, მაგრამ უკვე გვიან იყო შეშინება. ეს შიშიც არ იყო, უფრო სხვა რამ, რაღაც წებოვანი, სასულეში რომ გადაგცდება და იქიდან ვეღარასდროს ამოახველებ.

ასეა, როცა ბრბოს ნაწილად გადაიქცევი, თუნდაც ბავშვების...

ორმოდან გასაქცევი უკვე არსად ჰქონდა საბრალოს...

როცა თვალი ამოუგდო ქვამ და თეთრი ბეწვი წითლად შეეღება გამოვიქეცი, მაგრამ რაღა დროს...

თუნდაც მხოლოდ ერთი ქვა მესროლოს...

მეგონა ისევ იმ ორმოში ჩარჩებოდა, როგორც იმ ზაფხულს, მაგრამ ამაოდ.

მე ის შევისუნთქე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები