ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
9 ივნისი, 2014


  ჩამოტვირთვა

სისხლში გამჯდარი ცეკვები!!!

ქართული ცეკვები სისხლში მაქვს გამჯდარი... მართალია ცეკვას არ გავყოლილვარ და არც ქორეოგრაფიული სასწავლებელი დამიმთავრებია, მაგრამ ისე ვცეკვავ, როგორც ქართველს შეეფერება!

ორ ადგილას დავდიოდი ცეკვაზე: ფოთის პორტში და ხელოვნების სკოლაში (იგივე კულტურის სახლში), რომელიც დღეს არჩილ ხორავას სახელობისაა!
‘’ქართული გენია - როკვით განფენილი!’’ ამ სიტყვებით შეამკო გრიგოლ რობაქიძემ ქართული ნაციონალური ბალეტი!

დღეს საქართველოს თუ რაიმეთი იცნობენ, იცნობენ თავისი კულტურით, უმეტესად სუხიშვილებით!

მე თავის დროზე აჭარულის სოლისტი ვიყავი, ჩემმა გიჟმაჟმა ქორეოგრაფმა -  ედიშერ ალექსანდრიამ აჭარულში გამომარჩია, თუმცა რა თქმა უნდა სხვა ცეკვებსაც კარგად ვცეკვავდი!

ქართული ცეკვა - ეს არის ქართული სულის ზეიმი! ცეკვა - ეს იგივე პოეზიაა, ცეკვით ნათქვამი პოეზია!

პატივისცემით - მარად თქვენი კეთილისმსურველი ოთარ რურუა


გაუმარჯოს ქართულ ცეკვას!


ქორწილებში ''დაისს'' ვცეკვავ,
ქართველს როგორც შემფერის!
სხვა ეშხი აქვს ქართულ ცეკვას,
თან სდევს სულ სხვა ელფერი!
დოლ-გარმონის როცა ხმები
მესმის სულში ჩამწვდომი,
დაბრუნებას ვნატრობ წლების
ხალისიან განწყობის.
დარდებს ცეკვით ვიქარვებდი,
ხან მწყალობდა ეროსი,
თუმც ყოველთვის მანაღვლებდა
ბედი საქართველოსი.
გაუმარჯოს ქართულ ცეკვას,
ვერ ჩააქრობს დრო მის მზეს!
ქორწილებში ლაღად ვცეკვავ
ზაქარიას მოტივზე!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები