გავცქერი ზეცას - წვიმის სუფლიორს, მინდორს გარს უვლის რემა ცხენების. ებრძვიან წყურვილს თავისუფლების, ებრძვიან, მაგრამ ვერ ამარცხებენ! რაღაც დიდებულ სევდის შემცველი ხიბლი აქვთ მთაში დაჭრილ არწივებს. ორი ტყვიიდან, თუ კი შევძელი, ერთერთს მტერს მაინც გავუნაწილებ. იმით მებრძოლოს თუ მამაცია, მრწამს დავუხვედრებ ღმერთო შენებურს. ტაძრის აგება თუ არ მაცადეს, როგორ დავანგრევ სხვის აშენებულს!? უსამართლობის ავბედით რეფრენს, მწამს ფანტაზია არ მოაკლდება, შეცდომას უშვებს ყოველთვის მეფე და მის მაგივრად პაიკი კვდება. პირამიდები, პირამიდები, არ არის ღვაწლი ფარაონების, ის საოცრება და ის დიდება ძვლებია, ძვლები მხოლოდ მონების! გავცქერი ზეცას - წვიმის სუფლიორს, მინდორს გარს უვლის რემა ცხენების. ებრძვიან წყურვილს თავისუფლების, ებრძვიან, მაგრამ ვერ ამარცხებენ!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. კარგი ლექსია. ,,შეცდომას უშვებს ყოველთვის მეფე და მის მაგივრად პაიკი კვდება." ,,პირამიდები, პირამიდები, არ არის ღვაწლი ფარაონების, ის საოცრება და ის დიდება ძვლებია, ძვლები მხოლოდ მონების!" ++ კარგი ლექსია. ,,შეცდომას უშვებს ყოველთვის მეფე და მის მაგივრად პაიკი კვდება." ,,პირამიდები, პირამიდები, არ არის ღვაწლი ფარაონების, ის საოცრება და ის დიდება ძვლებია, ძვლები მხოლოდ მონების!" ++
6. რა ხელი გაქვს შე ოხერო შენა ძალიან მომეწონა 5 რა ხელი გაქვს შე ოხერო შენა ძალიან მომეწონა 5
4. მომეწონა! +5 მომეწონა! +5
3. ავტორი: მე_პოეტ_ე ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 4 ავტორი: მე_პოეტ_ე ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 4
2. ებრძვიან წყურვილს თავისუფლების, ებრძვიან, მაგრამ ვერ ამარცხებენ!
კარგია!მოგიკითხე ებრძვიან წყურვილს თავისუფლების, ებრძვიან, მაგრამ ვერ ამარცხებენ!
კარგია!მოგიკითხე
1. კარგი ხარ გურამ... კარგი ხარ გურამ...
|
|
მონაცემები არ არის |
|
|