ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იოჰან ხევსური
ჟანრი: პოეზია
3 დეკემბერი, 2008


ოთხი

მარიამს

ამასჭრა ძის ქალავ კიჭებმა?
ცისთვალავ გიხდება ღიმილი
იზრდები ქალშავავ ყოველდღე
ტიტინებ, მღერიან თოლები.

გესმისა, ძი-ძიას ძახილი?
ნეტა რას ბობოქრობ, მიბღვერი,
გახსენი კოპწია შუბლი და
დალალებ დაგშვენის მზისფერი.

მამაშენს ქალბნელო მთხოვნელთა
ბინას ჩამაუდგ რიგები,
ქალაუ ადრე ას, რას ჩქარობ
სხვისიც ხო ოდესმე გაჰხდები.

მანამ კი დედიძმის მკლავებში
იყუჩე, ნუ ჩქამობ მარიამ
ბეწიკუაი რაიმ ხარ,
მამეხუტ, შენ ღუღუნ კაია.

მაგდისა, ქალაუ ძახილი,
აჰ რახელ მაჩნიხარ რა იცი,
ცისთვალავ ავდარი არ გშვენის
იღიმე, გფარვიდნენ ხატები.


* * *

შუაღამე ას,
ვსეირნობთა,
არც დისტანცია
შორის მე და შენს,
ცივა და ისე
მამწებებიხარ,
რახელც ტუჩებზე
ლუდით ზედაშე.

შუაღამე ას,
ვსეირნობთა,
მე მადლობელი,
ისევ ავდარმა შეგვარიგა,
ცივა - ქარი ას,
უხმოდ მივდიორთ,
ჩვენთვის ვფიქრობთ,
ალბათ სათქმელი,
ალანძულ თოვლის -
სპეტაკ ფიფქებს
დაუფარიათ.

შუაღამე ას,
ვსეირნობთა,
მე და შენ მარტო,
სხვა ვინ იქნების
ხო ვთქვით უკვე
გარეთ ცივაო,
ახუტებულნი
უხმოდ მივოლთ
მიმქრალ ქუჩებში
ლაღად თოვს, ლაღად,
ვსეირნობთა,
შუაღამე ას.

* * *

მიხოლა ქალაუ?
ქალაქს გაურბიხარ,
ალბათ თუ შეღონდი
მზე ტიალი -
ისე ძალისმიერ
აჭერს დედამიწას...
საით მიოლაო?
რაო, რა მითხარი?

გახსოვსა?
ნეკისხელა მიზეზებზე
ბრაზდებოდ,
მეაც სიამაყით,
ათას ჭორ თუ მართალს
ვედებოდ და...
ბოლოს ისევ მაინც
ჩემს მკლავებში...

მიხოლა ქალაუ?
ვის რა გაურბიხარ?
ან მე შეგაღონ, ან
მზე ტიალიც -
რაღაც ძალისმიერ
იჩენს მონდომებას...
რაად მიოლაო?
დამცილდ, რა მითხარი.



"ქალაიმ"

არ გიხდებიო, ქალაიმ და
ერთ დღეს დამწირა
ხელდახელ ვერო
ვერ ივლიანა ჩვენი მაყრები
გაზაფხულიო, ბარშიო უფრო,
მალე მადისავ,
მამწონხარ მარა,
მთაში ვერა, ვერ გამაგყვებივ.

დასთვრებითაო,
ღრეობიდან ახალ აშლილნი
ლეგა თვალებით
დამიფრთხობთა
ბარელ დაქალებს,
მღერა-მღერითაო და
ვერცა სთვრებითაო,
ნეტა რას აღონებთ
ლუდის საქვაბეებს.

არ გიხდებიო, ქალაიმ და
ნეტავ ვინ რა უთხრა,
ქალაქი შორს ასაო...
ვერც კი შევედავე,
ლეგა თვალებითო,
მთვრალ, ვერც მთვრალებიო,
ზამთარ ცივ გაქვთაო და
მკერდზე შევიფარე

განა არ უნახავს
ჩვენი ზამთრები და
ჟიპიტაური და
ბალალაიკა და
სითბოც უგემია
ლუკმა გვიტეხია,
ქალაქ მაინც შორს ას
რაღაცნაირადა.

არ გიხდებიო ქალაიმ და...
ვერო ხელდახელ...
გაზაფხულიო, ბარშიო უფრო...
გასცდა ქარაფებს...



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები