ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
19 ივნისი, 2014


ფიქრის ნართავები

დარდიან დარაბებს დახურავს, დაწვება,
ღაწვებზე ნაწოლი არ ქრება სიწითლე.
ჩამალა ამ ღამემ კუნაპეტ თმა-წვერში
ნაფიქრი სამწუხროდ მოსასმენ ძლისპირზე.
მარტოა, არ იცის, თუმც, ასე რატოა,
უყვარს სათნოებას სანთლები თვალებში...
განზეა გამდგარი, ანბანს სიმარტოვის
თვალი იზეპირებს, გული კი განგებ შლის...
ზოზინით მოსული შავ-თეთრი სიზმარი
უამბობს, რატომ ჰგავს ის ასე სიზიფეს...
სარკმელში ცისკარი ღვთის არი, ხსნის არი,
მზე ისხამს სისხამზე ფერების სიმწიფეს.
ზავია თავთან და სიმშვიდის თავთავებს
იცის, რომ ცხოვრება უცელოდ მოცელავს.
ფიქრის ფართლეულზე სულ ფერად ნართავებს
ქარგავდა ქარგაღმა ნამყოფი ოცნება...
18.06.14



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები