ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ლონდონელი მამაძაღლი
ჟანრი: პოეზია
18 ივნისი, 2014


***


როდესაც მოხვალ,
ან მე მოვალ,
მოკითხვის შემდეგ,
რომ დადგება ბუნებრივი
სიჩუმის წამი,
მე თვალებს დავხრი,
მიწისაკენ მივმართავ მზერას,
ხელებს ზურგსუკან შემოვიჭდობ
მხრებს კი ჩამოვყრი,
და ნერვიულად ფეხს ამოვკრავ
კენჭების გროვას...
თუ ასე ვიზამ, იცოდე,
რომ სიყვარულს გიხსნი.

და ეს იქნება უსიტყვო
აღიარება საკუთარი სისუსტისა,
და ეს იქნება უსიტყვო გამარჯვება
საკუთარი თავის წინაშე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები