ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
24 ივნისი, 2014


ვერ გავძლებ უსაქართველოდ

რთულ დროში მიწევს ცხოვრება,
თუმც ჩემთან არის უფალი,
მსურს საქართველო ვიხილო
ლაღი და თავისუფალი.
გვირაბის ბოლოს სინათლე
თუკი ჯერ კიდევ არა ჩანს,
რა ვუყოთ... რაც მთავარია
ქართული სული გადარჩა.
თუმც ვაღიარებ: წინ და წინ
ვერ წავიწიეთ ღმერთმანი,
სამწუხაროა... ხშირ-ხშირად
გულებს ვერ ვუთბობთ ერთმანეთს.
მიუხედავად ყველაფრის
ისევ ვსუნთქავთ და ვჯანმრთელობთ,
სადაც არ უნდა წავიდე -
ვერ გავძლებ უსაქართველოდ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები