ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რენუარი
ჟანრი: პოეზია
22 ივნისი, 2014


შაკიკი (ლიკას)


დაყვავება უნდა ტკივილებს.
თავის ქალაში - ჯერ ამოუსვლელ,
ჩემს თმებს ხარშავენ, აქათქათებენ.
ხელისგული გადაუსვი,
თაფლისფერად გადავიღებო...
რა პატარაა ეგ თითები,
იმისთვის რომ,
ასე–
მუდამ თავმტკივანი დაგამახსოვრდე.
შენ ალბათ იტყვი:
საცოდავი დედაჩემი, ერთი „კარადა“ ლექსი იყო,
მამა – არ მახსოვს...
და ოცნებაში,
რომლის ნებას ახლა  თავს მივცემ,
შენზე ტკივილებს  გადავყვები,
რადგან გაგაჩენ-
ვინმე ლამაზ,
ბედნიერ წყვილთან...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები