ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბუდულა
ჟანრი: პოეზია
26 ივნისი, 2014


ოთარ რურუას

არათუ გიცნობ, ვერც კი გნახო იქნებ ვერასდროს
არ ვიცი შენი თვალის ანდა  შენი თმის ფერი,
მაგრამ მე ახლა ლექსი მინდა იმ ბიჭს  მივუძღვნა
ვინც არასოდეს  და არავის  ტოვებს ულექსოდ...

მიყვარს  ქართული გულის ძგერა  შენი  და ვიცი
არც ხვალ დააკლებს ქართულ გენებს შენი რითმები
ვუსმენ შენს ლექსზე ამღერებულ გულიან ბიჭებს
თითქოს მარწუხი მიჭერს ყელში, მახრჩობს ცრემლები .

ყველა ღია თუ შეხორცებულ  ქართულ ჭრილობას
უნთებ სანთელს და მათზე  განცდა სულში გინთია
შენი  ნიჭი ხომ  ფესვებმაგარი ბურჯია ხისა,
მე  ამ  ხის  ნაყოფს დაგილოცავ, ოთარ რურუა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები